
7 მაისს, 15 საათზე, კახეთში გაიმართება ყველაზე მასშტაბური გარბენი სახელწოდებით Wings for Life World Run. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ - ორგანიზებით საქართველო ყველაზე მასშტაბურ გარბენს მეათედ უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას 7 000-მდე მორბენალი და გულშემატკივარი მიიღებს. „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. რეგისტრაციის საფასურია 30 ლარი. ღონისძიებაზე შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად. 2014 წლიდან „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და შემოსული თანხის ოდენობამ 38,3 მილიონ ევროს მიაღწია. „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მსურველებს რეგისტრირება 4 მაისამდე შეუძლიათ. https://www.wingsforlifeworldrun.com/en/locations/georgia აღსანიშნავია, რომ აქამდე „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა მიიღო 33 000-ზე მეტმა ქართველმა მორბენალმა.