საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

თურქეთის ქალაქი ანტალია მასპინძლობს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში. აღნიშნულ ტურნირზე იუნიორმა ქართველმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლიძემ შეასრულა თავისი ახალი ელემენტი ტაიჭზე ვარჯიშში: From pommel circle to 90 degrees turn to Russian wenderswing 270 on one pommel to handstand - D vaule. დღეიდან, ელემენტს დაჩი დოლიძის სახელი დაერქმევა! ასევე, ამავე ჩემპიონატზე დაჩიმ ღერძზე ვარჯიშში მიიღო საუკეთესო შესრულების ქულა და FIG-ის მიერ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით. ვულოცავთ დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომვალ წარმატებებს