3 საქართველოს მსაჯი ტოკიო 2020-ზე

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო ოფიციალური წერილი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისგან, რომელშიც ნათქვამი იყო რომ ყველა ის მსაჯი რომელიც შარშან იყო მიწვეული "ტოკიო2020 ოლიმპიური თამაშების" სამსაჯოდ, წელს ასევე არიან მიწვეულები. აქედან გამომდინარე ჩვენი ფედერაციის სამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, იმსაჯებს "ტოკიო2020-ზე": 1) რუსუდან ხოფერია--ბატუტზე ხტომები 2)ელისო ბედოშვილი--მხატვრული ტანვარჯიში 3)ილია გიორგაძე--სპორტული ტანვარჯიში ვულოცავთ ჩვენ მსაჯებს, და ვუსურვებთ წარმატებებს ტოკიოში!