6-12 თებერვალს, თბილისში, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ უმასპინძლა საერთაშორისო სამსაჯო კურსებს სპორტულ აკრობატიკაში. აღნიშნული კურსები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯები აბარებენ გამოცდას რათა შეინარჩუნონ ან მიიღონ საერთაშორისო კატეგორიის ბრევე. კურსში მონაწილობა მიიღო ათი ქვეყნის 40-მდე მსაჯმა. კურსებს უძვებოდნენ საერთაშორუსო დონის ექსპერტები ნიკოლინა ხრისტოვა და ირინა ნიკიტინა. მონაწილე მსაჯებს შორის იყვნენ ჩვენი მსაჯებიც. დღეს, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცხადდა გამოცდის შედეგები და ჩვენს მსაჯებს მიწნიჭათ შემდეგი კატეგორიები:
ნინო ბერიანიძე მე-3 კატეგორია
დალი ფეიქრიშვილი მე-3 კატეგორია
მარიამ გიგოლაშვილი მე-3 კატეგორია
ქრისტინე მელია მე-3 კატეგორია
ნინო ჩქარიაული მე-4 კატეგორია
ლაშა ღიბრაძე მე-4 კატეგორია
ვულოცავთ ყველას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას!