ვითიბი თასი 2018

მიმდინარე წლის 13– 16 ოქტომბერს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე ჩატარდა სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი ვითიბი ბანკის თასზე.

ბანკი ვითიბი 2012 წლიდან არის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი და ეს საერთაშორისო ტურნირი უკვე ყოველწლიურად ტარდება.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქვეყნის და კლუბის გუნდებმა და მათ შორის იყო საქართველო იყო წარმოდგენილი ვაჟთა ორი და გოგონათა ორი გუნდით.

გოგონათა შორის ჩვენმა გოგონებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა ჩვენმა გოგონებმა მოიპოვეს მედლები მრავალჭიდში და ცალკეულ იარაღებზე. მრავალჭიდში მეორე ადგილზე გავიდა ანნა სუბბოტინა, ასევე, ანნამ დაიკავა ორი პირველი ადგილი: ერთი დვირზე ვარჯიშით და მეორე თავისუფალ ვარჯიშში, და მეორე ადგილი ხტომებში და მესამე ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიშში. კარგად იასპარეზეს ჩვენმა იუნიორებმაც: ნინო კახაძემ, მარიამ ბაბუნაშვილმა, ანი გობაძემ და ანანო გრიგორჩუკმა, რომლებისთვისაც ეს იყო პირველი საერთაშორისო ტურნირი.

ჩვენმა ვაჟების გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი.

მრავალჭიდში, სინიორებს შორის, ვიტალი არსენიევი იყო მეორე და საბა აბესაძე მესამე. სინიორებს შორის საბა აბესაძემ პირველი ადგილი აიღო რგოლებზე და დვირზე, და მესამე ადგილები ორძელზე და ტაიჭზე ვარჯიშბში. ასევე, სინიორებს შორის კონსტანტინ კუზოვკოვმა დაიკავა პირევლი ადგილი თავისუფალ ფიცარნაგზე ვარჯიშში, ხოლო ვიტალი არსენიევმა მესამე. ვიტალიმ პირველი ადგილი დაიკვა ორძელზე და მეორე ადგილი ტაიჭზე ვარჯიშებში. იოანე ჯიმშელეიშვილმა დაიკავა მეორე ადგილი ღერძზე და ორი მესამე ადგილი ერთი რგოლბზე და მეორე ხტომებზე.

იუნიორებს შორის თავი გამოიჩინა ბიძინა სიჭინავამ რომელმაც სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა: თავისუფალ ფიცარნაგზე, ხტომებზე და ორძელზე. ასევე წარმატებით იასპარეზა დაჩი დოლიძემ რომელმაც ტაიჭზე მეორე ადგილი დაიკავა და თავისუფალზე მესამე ადგილზე გავიდა. ლევან სხილაძე დაეუფლა ორ ბრინჯაოს: ტაიჭზე და ორძელზე.

ეს ტურნირი იყო მოსამზადებელი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომელიც ამ დღეებში იმართება დოჰაში და ჩვენი ტანმოვარჯიშეები ხვალიდან ჩაერთვებიან ასპარეზობაში.

ასევე, ‘’ვითიბი თასზე’’ დაჯილდოვდა ორი სპორტული ტანვარჯიშის ვეტერანი; ბატონი ოთარ მიქელაძე რომელსაც 85 წელი შეუსრულდა და მას მიენიჭა ‘’სპორტის რაინდის’’ წოდება, და საქართველოს ტანვარჯიშის სიგელით დაჯილდოვდა ბატონი რობერტ მიქაძე რომელსაც 80 წელი შეუსრულდა.

სურათები