თბილისი ჯიმნაესტრადა 2022

24-25 სექტემბერს თბილისში, დიღმის ტანვავრჯიშის არენაზე გაიმრთება საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის "თბილისის ჯიმნაესტრადა''. ეს ღონისძიება უკვე მეორედ გაიმართება საქართველოში და უფრო მასშტაბური იქნება. წელს აზერბაიჯანის 3 გუნდი (40 მონაწილე) და საქართველოს 11 გუნდი (90 მონაწულე) მიიღებენ მონაწილობას ამ ტურნირში. ზოგადად, ტანვარჯიში ყველასათვის არის დისციპლინა რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლეა ნებისმიერ ადამიანს. აქედან გამომდინარე გუნდები დაკომპლექტებულია როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ტანმოვარჯიშეებისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ არიან დამარცხებულები! ყველა მონაწილე არის გამარჯვებული რადგან დაკავებული არიან ჯანსაღი ცხოვრების წესით. ორივე დღეს ტურნირი დაიწყება 12:00 სათზე. დასწრება იქნება თავისუფალი. ყცელას გელოდებით ტანვარჯიშის ფესტივალზე! მისამართი: დიდი დიღომი, ბობ უოლშის მეორე შასახვევი.