ტანმოვარჯიშეების წარმატება ქ.მოსკოვში

14-18 დეკემბერს ქ.მოსკოვში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიში, მიხაილ ვორონინის თასი. მონაწილეობას იღებდა 130 სპორტსმენი, 22 ქვეყნიდან. საქართველო წარმოდგენილი იყო 5 ტანმოვარჯიშით: 3 გოგო, 2 ბიჭი. აქედან ორმა სპორტსმენმა ასახელა თავისი ქვეყანა და საქართველოს მოუტანა ორი მედალი.
იოანე ჯიმშელეიშვილი ბრინჯაო.
მაგდა რობაქიძე ბრინჯაო.
შეგახსენებთ , რომ 20 წლის მანძილზე სპორტულ ტანვარჯიშს ესეთი მიღწევა არ ახსოვს. ეს უდიდესი გამარჯვებაა და ვულოცავთ ჩვენ სპორტსმენებს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წინსვლას.

სურათები