სპორტული ტანვარჯიში: საქართველოს ჩემპიონატი2019

26–27 მაისს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. ტურნირს უმასპინძლა დიღმის ჭალებში მდებარე ტანვარჯიშის ახალმა არენამ. 60 ტანმოვარჯემ იასპარეზა ტურნირზე. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ მედლები და დიპლომები. ასევე, დაჯილდოვების დროს, იმ მწვრთნელებს რომლებმაც შარშან წარმატებით ჩააბარეს ტესტი, რომელიც იყო მწვრთნელთა კურსებზე, მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები.