სპორტული ტანვარჯიში: ევროპის ჩეპიონატების ახალი მასპინძელი

დღეს ევროპის ტანვარჯიშის აღმასრულებელი კომიტეტი ონლაინ რეჟიმში შეიკრიბა, სადაც განიხილეს 2020 წლის სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატები ვაჟთა და გოგონათა შორის . აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციიდან შეტყობინების მიღების შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო რომ პანდემიის გამო, აზერბაიჯანში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია 2020 წლის ბოლომდე, ევროპის ტანვარჯიშმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: - 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის ჩატარდება (ოლიმპიური კვალიფიკაციის გარეშე) დაგეგმილ ვადებში 2020 წლის 9 – დან 13 დეკემბრამდე, მაგრამ გადავა მერსინში (თურქეთში). - 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში გოგონათა შორის ჩატარდება (ოლიმპიური კვალიფიკაციის გარეშე) 2020 წლის 17 – დან 20 დეკემბრამდე, მაგრამ გადავა მერსინში (თურქეთი).