24–25 თებერვალს ქ.თბილისში, დიღომში, ტანვარჯიშის არენაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში. მონაწილეობა მიიღო 80 ტანმოვარჯიშემ საქრთველოს სხვადასხვა ქალქიდან და რეგიონიდან.

პოლონეთის XIV გრან პრიზე მონაწილე საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში დაასრულა ასპარეზობა ერთი ვერცხლით და ერთი ბრინჯაოთი. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა შერეული წყვილი: ალექსანდრე ბულაშვილი და ანანო ხელაძე. ვერცხლის მედალი აიღო გოგონათა წყვილმა: მარიამ ინაძე და თამარ წიკლაური. ხოლო, გოგონათა სამეულმა:ნატალია ამირიძემ, მონიკა კვირიკაშვილიმა და ანასტასია რამიშვილმა VI ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ ჩვენს აკრობატებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!