სხილაძის ბრინჯაო

წინა კვირას, საფრანგეთის ქალაქ ლე ბლანქ მესნილ-ში გაიმართა დანიელ დამატოს სახელობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში. ამ ტურნირზე პირველად მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა. სულ შეჯიბრებაზე 10 ქვეყნის 75 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა ტანმოვარჯიშემ ლევან სხილაძემ, ტაიჭზე ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლევანმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ფინალში ორ იარაღზე 6 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა, თუმცა მხოლოდ ტაიჭზე მოახერხა საპრიზო ადგილზე გასვლა. რგოლებზე ვარჯიშზე კი მხოლოდ 0,1 მეათედი დააკლდა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად. წარმატებული გამოსვლა ქონდა გოგონათა შორის ბათუმელ ანი გობაძეს. სპორტსმენმა ფინალურ ეტაპზე ბჯენით ხტომებსა და თავისუფალ ვარჯიშზე იასპარეზა, თუმცა მედლის მოსაპოვებლად საკმარისი ქულები ვერ დააგროვა. ვულოცავთ ჩვენ ტანმოვარჯიიშეებს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!