შეხვდრა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან

გუშინ და დღეს , დაბა ბაკურიანში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ, გამართა გასვლითი შეხვდრა სპორტული ფედერაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სპორტისა და კულტურის სამსახურებისა, და სტუნდეტრური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვდრის ძირითადი საკითხები იყო 2022 წლის ეფექტური კალენდარული გეგმის შემუშავება და სართაშორისო ღონისძიებებისთვის შესაბამისი მზადებისთბის საჭირო საკითხების განხილვა. ჩვენი ფედერაციიდან აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილობა მიიღეს: ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ბესარიონ გამსახურდია, რომელმაც ილაპრაკა მომავალ წელს ღონისძიებაში მონაწილე ტანმოვარჯიშეთა სავარაუდო რაოდენობაზე, და ასევე, იმ საკითხებზე და პრობლემებზე რომლებოლიც გადასაჭრელია იმისთვის რომ ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა ღირსეულად წარადგინონ თავი ყველა ღონისძიებაში. ასევე, ღონისძიებაში მონაწიილეობდა ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი ბატონი გიორგი გეგეჭკორი, რომელმაც მიმართა შეხვედრის მონაწილეებს წინადებით რომ მოხდეს ტანვარჯიშის პოპულარიზაცია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რაზეც მიიღო თანადგომა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციიდან, და შეთანხმება რომ ჩაინიშნოს ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა.