ჩვენმა ბატუტზე მხტომელებმა, სინქრონულ ვარჯიშში ოქროს მედლები მოიპოვეს! ანნა აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა არიან ოქროს გოგონები!
ვულოცავთ გოგონებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას!!!

ქალაქ მიუნხენში (გერმანია) მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, მსაჯთა სხდომაზე გაიმართა საპატიო მსაჯების დაჯილდოების ცერემონია. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბ-ნი ბესარიონ გამსახურდია დაჯილდოვდა საპატიო მსაჯის დიპლომით. გილოცავთ ბატონო ბესარიონ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალში!