საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია იუწყება რომ

გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე, მრავალი ორდენისა და საპატიო ჯილდოს მფლობელი, მრავალი სპორტის ოსტატის და კანდიდატების აღმზრდელი, ქალბატონი ნადეჟდა ორლოვა. საქართველოს ტანვარჯიშის სამყარო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.