საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში 2016

მიმდინარე წლის 18-23 ნოემბერს თბილისში , ახალ ტანვარჯიშის არენაზე გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ტანმოვარჯიშეებმა. ჩემპიონატის ფორმატი ითვალისწინებდა მხოლოდ მრავალჭიდში გამარჯვებულების გამოვლენას, როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში. რამდენიმე წამყვანმა ტანმოვარჯიშემ ვერ მიიღო მონაწილოება ასპარეზობაში სხვადასხვა მიზეზების გამო: მაგდა რობაქიძე და ქრისტინე მორჩაძე არიან ტრავმირებულები, ხოლო მარია ბუცკიხი, პოლინა ბორზიხი, ანასტასია სიდოროვა, დიმიტრი გოვოროვი, ნიკიტა ლეტნიკოვი და კონსტანტინე კუზავკოვი მოსკოვში მიხეილ ვორონინის საერთაშორისო თასისთვის ემზადებიან.

ოსტატობის კანიდიდატ გოგონებს შორის მხოლოდ ორი მონაწილე იყო: I ადგილი--მარი ფერაძე, II-ადგილი ანა შევარდენიძე. ვაჟებში ორმა ტანმოვარჯიშემ იასპარეზა სპორტის ოსტატების პროგრამით: I ადგილი-საბა აბესაძე, II ადგილი-გიორგი ტოგონიძე.

დანარჩენ თანრიგებში შემდეგი შედეგებია:

გოგონები:

I თანრიგი. I ადგილი-ანი გობაძე, II ადგილი-მარიამ ბაბუნაშვილი, III ადგილი-ანანო გრიგორჩუკი; II თანრიგი. I ადგილი-მარიამ ანთაძე, II ადგილი-ლიზი ქორქია, III ადგილი-ხატია ტუკვაძე; III თანრიგი. I ადგილი-თეკლა ხელაია, II ადგილი-მარიამ თიღილაური, III ადგილი-თინიკო ტყემალაძე;

ვაჟები:

ოსტატობის კანდიდადტი. I ადგილი-ბიძინა სიჭინავა, II ადგილი-ლევან სხილაძე, III ადგილი-ლაშა გურეშიძე; I თანრიგი. I ადგილი-ნიკოლოზ ჭელიძე, II ადგილი-დაჩი დოლიძე, III ადგილი-ვატო დუდუჩავა და გიორგი არეშიძე; II თანრიგი. I ადგილი-ლუკა კვირტია, II ადგილი-ლევან აროშიძე, III ადგილი-გიორგი გერგედავა და გუგა ფხაკაძე;

გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ დიპლომები, მედლები და პრიზები.

სურათები