ხვალ, დილით, თბილისის დროით 05:20 სთ, სტარტს აიღებს ოლიმპიური ასპარეზობა მხატვრულ ტანვარჯიშში. ჩვენი სალომე ფაჟავა ასპრეზობას დაახლოებით 06:15 სთ. დაიწყებს. წარმატებები სალი!
ტელეკომპანია ,,ფორმულას,, ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს მოთხოვნით-კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს. მიმართვაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მათ მოთხოვნას უკვე 20-მდე სპორტული, მათ შორის, ტანვარჯიშის ფედერაციაც შეუერთდა. ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც-საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა ამ შეხვედრას. ჩვენ დავუკავშირდით “ფორმულას “ . ვთხოვეთ, ეთერში გასული სიუჟეტის შესწორება და ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რამაც გამოიწვია სხვა საინფორმაციო საშუალებებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.