რუსუდან სიხარულუძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

16-20 ივლისს ქ. ბათუმში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის რუსუდან სიხარულიძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში, სადაც მონაწილეობა მიიღეს 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა. აღნიშნულ ტურნირს ესწრებოდა 5 გზის ოლიმპიური და 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონი, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი სპორტულ ტანვარჯიშში ქ-ნი ნელი კიმი, ოლიმპიური ჩემპიონი ანტონია კოშელი, ოლიმპიური ჩემპიონი ბოგდან მაკუცი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედრაციის ტექნიკური კომიტეტის წევრები.

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა, აგრეთვე აბსოლუტურ გათამაშებაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ქართველი ტანმოვარჯიშე, მაგდა რობაქიძე. აღნიშნული ტურნირის გენერალური სპონსორი გალხლდათ VTB ბანკი.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის VTB ბანკს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიას, საქართველოსა და აჭარის ოლიმპიურ კომიტეტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის.

სურათები