რ.სიხარულიძის თასი 2017

10–15 ივლისს, ქ. ბათუმში, უკვე მეხუთედ გაიმართება - მსოფლიო ჩემპიონის, ამჟამად საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტის, სპორტულ ტანვარჯიშში ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში.

ტურნირი ჩატარდება ქ.ბათუმის უნივერსიტეტ სპორტულ დარბაზში. დასწრება უფასოა.

გელით ყველა ტანვარჯიშის და ზოგადად სპორტის მოყვარულებს!