რ.სიხარულიძე–სპორტის რაინდი, ი.გიორგობიანი–სპორტის რაინდი და ჯ.ლაშხი–დამსახურებული მოღვაწე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიანიჭა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველ ვიცე–პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეს და ვიცე–პრეზიდენტს სპორტულ აკრობატიკაში ქალბატონ ინგა გიორგობიანს ''საქართველოს სპორტის რაინდის'' წოდებები. ასევე, სპორტულ ტანვარჯიშში მწვრთნელს ბატონ ჯუმბერ ლაშხს მიენიჭა ''საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის'' წოდება. ვულოცაავთ ჩვენი ფედერციის წევრებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ყველაფერ საუკეთესოს!