2022 წლის 8 ივნისს, 15:00 საათზე, ტანვარჯიშის არენაზე (თბილისი, დიდი დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა) გაიმართება საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა.

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს დამსახურებელ მწვრთნელს, საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის ეროვნული გუნდის წამყვან მწვტრთნელს ბატონ თეიმურაზ ქოიავას შეუსრულდა 65 წელი. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიულოცა ბატონ თეიმურაზს იუბილე და გადასცა მას საპატიო დიპლომი. ასევე, ბატონი თემურაზი, ფედერაციის მიერ წარდგენილია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდებაზე. ბატონო თეიმურაზ, გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში!