რ. სიხარულიძის თასი 2019

მიმდინარე წლის 2–7 სექტემბერს, ბატუმმა უმსაპინძლა ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში ''რ.სიხარულიძის თასი 2019''. ტურნირში მონაწილობდნენ ტანმოვარჯიშეები შემდეგ ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, ბელორუსი, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი, ლიუტუვა, ლატვია, ყაზახეთი, უზბეკეთი. პირველ დღეს გათამაშდა გუნდური და მრავალჭიდის მედლები. ვაჟთა შორის გუნდური ასაპარეზობა მოიგო ლიეტუვას გუნდმა, მეორეზე გავიდა სომხეთის გუნდი და მესამეზე უკრაინის გუნდი. გოგონათა შორის გაიმარჯვა უკრინის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ბელორუსი და მესამე იყო ლიეტუვას გუნდი. მესამე და მეოთხე დღეს გათამაშდა მედლები იარღებზში . აქ ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა აიღეს 4 სხვადასხვა სინჯის მედალი: კონსტანტინ კუზოვკოვი––ოქრო––ბჯენით ხტომებში იოანე ჯიმშელეიშვილი––ბრინჯაო––ბჯენით ხტომებში დაჩი დოლიძე––ბრინჯააო––თავისუფალი ვარჯიში ანი გობაძე––ბრინჯაო––დვირზე ვარჯიში ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს, და ასევე მონაწილეებს!

სურათები