რ. სიხარულიძის თასი 2018

მიმდინარე წლის, 5–10 სექტემბერს ქ. ბათუმმა მეხუთედ უმასპინძლა ‘’რ. სიხარულიძის სახელობის ტურნირს’’ სპორტულ ტანვარჯიშში. ეს ტუნირი ყოველწლიურად უფრო მეტ და მეტ მონაწილეს ითვლის. წელს 10 ქვეყნის 15 გუნდმა იასპარეზა რაც დაახლობით ასამდე ტანმოვარჯიშეს შეადგენდა.

ტურნირს ორგანიზაცია გაუწიეს : საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსტრომ, აჭარის ავ. რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა, აჭარის ქ. ბათუმის მერიამ, ტურნირის მენეჯმენტი გაწიეს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედრაციამ და აჭარის ავ. რ. ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ. ტურნირის გენერალური სპონსორი იყო ‘’ვითიბი ბანკი ჯორჯია’’.

ასპარეზობა გაიმართა როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში (სინიორები და იუნიორები). გამარჯვებულები გამოვლინდნენ მრავალჭიდში, გუნდურ ასპარეზობაში და ცალკეული იარაღების ფინალებში.

გოგონებს შორის გუნდური ასპარეზობა მოიგო რუსეთის გუნდმა, მეორეზე გავიდა უკრაინის გუნდი მესამეზე ბელარუსი1 გუნდი. ვაჟებს შორის გაიმარჯვა ასევე რუსეთის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა სომხეთის გუნდი და მესამეზე ბელარუსი1 გუნდი.

წარმატებული გამოდგა ჩვენი ტანმოვარჯიშეების გამოსვლა ამ ტურნირზე.

გოგონებს შორის , სინიორებში, ანნა სუბოტინამ მრავალჭიდში დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი, გარდა ამისა ცალკეულ იარაღებზე ანნა მეორე ადგილზე გავიდა დვირზე, მესამეზე ხტომებში, მეოთხეზე ხალიჩაზე და მეხუთეზე ნაირსიმაღლის ორძელზე. იუნიორებში საერთაშორისო ტურნირზე პირველად იასპარეზეს ანი გობაძემ და ნინო კახაძემ და ძალიან კარგად გაართვეს თავი ამოცანას და ცალკეული იარაღების ფინალებში იასპარეზეს.

ვაჟებს შორის, სინიორებში, საბა აბესაძემ მოიგო ერთი ვერცხლის მედალი თავისუფალზე და ასევე ორი ბრინჯაო: რგოლები და ხტომები. დმიტრიი გოვოროვი იყო მესამე ორძელზე. იუნიორებში ბიძინა სიჭინავამ ორძელზე აიღო მეორე ადგილი, რგოლბზე მესამე იყო, და ღერძზე მეოთხე. ლევან სხილაძემ აიღო ოქრო ტაიჭზე და ბრინჯაო ღერძზე. ასევე, პირველად იასპარეზა დაჩი დოლიძემ და თავისუფალ ვარჯიშში ფინალში დაიკავა მეოთზე ადგილი.

ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და ასევე ყველა მონაწილეს!

სურათები