ქართველი აკრობატები მსოფლიო ასაკობრივ ჩემპიონატზე

2016 წლის 23-29 მარტს, ჩინეთის ქალაქ პუტიანში, ჩატარდა მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში, მონაწილეობდა 38 ქვეყანა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო შემდეგი შემადგენლობით :

1) 11-16 ასაკობრივ ჯგუფში ( შერეული წყვილი: ანა ჯოხაძე, გიგა იმნაძე).

2) 12-18 ასაკობრივ ჯგუფში (გოგონათა სამეული: ფოფხაძე მარია,ჩაკვეტაძე ნანა და გოგლიძე სოფო)

3) 13-19 ასაკობრივი ჯგუფში ( ვაჟთა წყვილი: სირაძე ტარიელი.ოქროპირიძე გიორგი)..

შერეულმა წყვილმა ორი საკვალიფიკაციო ვარჯიშის შემდეგ დააგროვა 53.350 ქულა და ფინალში შევიდა. ფინალური ვარჯიშის შემდეგ კი საბოლოოდ მე-8 ადგილზე გავიდა..

გოგონათა სამეულმა ორი საკვალიფიკაციო ვარჯიშის შემდეგ დააგროვა 50.150 ქულა და საბოლოოდ 26-ე ადგილზე .გავიდა..

ვაჟთა წყვილმა ორი საკვალიფიკაციო ვარჯიშის შემდეგ დააგროვა 52.070 ქულა და საბოლოოდ მე-7 შედეგი აჩვენა..

ჩვენი ახალგაზრდა სორსტმენებისთვის ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი და გვინდა ვუსურვოთ მათ დიდი წარმატებები მომავალ ტურნირებზე