პირევლი გასვლა და პირველი წარმატება

მიმდინარე წლის 16-19 ივნისს ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა 1-ლი საერთაშორისო ტურნირი-გამოწვევა და ასევე სემინარი-უორქშოპი დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასთვის. ამ ტურნირში, მონაწიელობა მიიღო 3 ქვეყნის 46 გუნდმა 460 მონაწილით. ამ მონაწილეთა შორის იყო საქართველოს გუნდიც. აღსანიშნავია რომ ეს იყო ისტორიული ფაქტი რადგან აქამდე საქართველოს გუნდს დისციპლინა ტანვარჯიში ყველასთვის საზღვარგარეთ გამართულ ტურნირებზე არასდოს მიუღია მონაწილეობა. საქრათველოდან ამ ტურნირზე წარმოდგენილი ოყო ჩვენი ფედერაციის წევრი, მხატვრული ტანვარჯიშის სკლოა სტუდია ,,Dio Dance’’-ს გუნდი. ზოგადად, ტანვარჯიში ყველასთვის დისციპლინაში ტარდება არაშეჯიბრობითი სახის ტურნირები და ფესტივალები, მაგრამ აღნიშნული ტურნირი იყო შეჯიბრობითი. 4 შემფსებელი (და არა მსაჯი) აფასებდა გუნდების გამოსვლას 4 კრიტერიუმით: --გასართობი ღირებულება --ინოვაცია, ორიგინალობა და მრავლფეროვნება --ტექნიკა, ხარისხი, უსაფრთხოება --საერთო შთაბეჭდილება. ტანვარჯიში ყველასთვის წესების თანახმად შესაძლებელია რომ რამდენიმე გუნდმა დაიკავოს პირველი ადგილი, რამდენიმემ მეორე და ყველა დანარჩენი მონაწილე გუნდი დაიკავებს მესამე ადგილს. ასევე, წესების თანახმად, შემფასებლები ითვლიან ქულებს, ანიჭებენ ადილებს და შემდეგ ადგილებს აცხადებენ დაჯილდოების დროს მაგრამ ქულებს არ ახცადებენ და არც აქვეყნებენ. აღნიშნულ ტურნირზე 4 შემფასებლიდან, 2 იყო ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის სპეციალისტი: ქალბატონო ჰლიფ ფორგესდოტირი--ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიში ყევალსთვის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი და ბატონი რუსლან ეივაზოვი-ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიში ყევალსთვის ტექნიკური კომიტეტის წევრი. ჩვენმა გუნდმა მშვენივრად გაართვა თავი ვარჯიშის შესრულებას და დაეუფლა სხვა რამდენიმე გუნდთან ერთად პირველ ადგილს! მათ გადაეცათ ოქროს მედლები და დიპლომები. ასევე, დელეგაციის ხელმძღვანელთან ბატონ გიორგი გეგეჭკორთან მოვიდნენ შემფასებელ-ექსპერეტები ქალბატონი ჰლიფ ფორგესდოტირი და რუსლან ევაზოვი, რომელებმაც აღნიშნეს რომ საქართველოს გუნდი ძალიან კარგად იყო მომზადებული და მათ ძალიან მოეწონათ ვარჯიში. აგრეთვე, მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა სხვა რამდნეიმე გამორჩეულ გუნდთან ერთად მიიღო მონწიელობა გალა შოუში. ჩვენი ისტორიეული, ოქროს გუნდის შემადგენლობა არის შემდეგი: ტანმოვარჯიშეები: ლიზი გრიგალაშვილი, ანა კიკვიძე, თამარ მიქელაძე, ანასტასია ირემაშვილი და თამარ ქურთაული. კლუბის ხელმძღვანელი და მწვრთნელი: ქალბატონი ინგა ყურაშვილი. მადლობა, მონაწილეობისთვის გოგოებო და გილოცავთ ამ წარმატებას! გისურევბთ მომავავალ წარმატებებს! მადლობა აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციას და საორგანიზაციო კომიტეტს ასეთი ლამაზი ტურნირისთვის და მასპინძლობისთვის! მადლობა, ქალბატონ ჰლიფ ფორგესდოტირი--ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიშის ყველასთვის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტს და ბატონი რუსლან ევაზოვს-ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიში ყევალსთვის ტექნიკური კომიტეტის წევრს მათი შეფსებისთვის და კომენატრებისთვის.