პეზარო 2017’’-მსოფლიო ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში

ტანმოვარჯიშეებმა, 53 ქვეყნიდან მონაწელობა მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელიც გაიმართა ახალი წესების მიხედვით. ქვეყნიდან მაქსიმუმ 2 ტანმოვარჯიშე იყო დაშვებული ინდივიდუალური მრავალჭიდის და ასევე წალკეულ საგნებში მ (რგოლი, გურზები, ბურთი და ბაფთა) მედლების მოსაპოვებლად. გარდა ამისა გათამაშდა მედლები ჯგუფებს შორის მრავალჭიდში და საგნებში:

5 რგოლი და ასევე 3 ბურთი/2 ბაფთა.

პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების ისტორიაში იტალიის ქალაქმა პეზარომ უმასპინძლა ასეთი დონის შეჯიბრს, თუმცა მანადმე ამ ქალაქში უკვე 9 წელია ტარდება მსოფლიო თასის ტურნირები.

ასპარეზობები დაიწყო 30 აგვისტოს და დასრულდა 3 სექტემბერს.

საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო შემდეგნაირად: ნელი სალძე-დელეგაციის ხელმძღვანელი, ელისო ბედოშვილი-მთავარი მსაჯი, ბელა კობალაძე-მსაჯი, ლალი დოლიძე ჯანტეზ -მწვრთნელი და ორი ტანმოვარჯიშე: სალომე ფაჟაა და ელინა ვალიევა.

სალომე ფაჟავამ შარშან მიიღო ტრავმა და მკურნალობდა ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, მგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში ამას კიდევ ახალი ტრამვა დაამატა, გარდა ამისა მან წელს ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდებიც, აქედან გამომდინარე საბოლოოდ ფორმაში ჩასადგომად ძალიან ცოტა დრო ქონდა. მსოფლიო ჩემპიონატამდე მან შეძლო მხოლოდ ‘’ყაზანის მსოფლიო თასზე’’ ასპარეზობის მიღება. მაგრამ მიუხედვად ყველაფრისა სალომემ მაინც კარგად გაართვა თავი მსოფილო ჩემპიონატზე და მრავალჭიდის ფინალშიც ისაპარეზა და დაიკავა მე-15 ადგილი, და ასევე, გიურზებით ვარჯიშში ფინალში დაიკავა მე-8 ადგილი.

რაც შეეხება ელინა ვალიევას, ეს მისთვის იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატა, და მანაც მიუხედვად ნერვოულობისა და სტრესისა რაც ახლავს ასეთ ტურნირებს, მაინც კარგად იასპარეზა და მრავალჭიდის ფინალში იასპარეზა და 24 ადგილი დაიკავა.

დიდი ხნის მანძლიზე არ ყოფილა რომ საქართველო მრავალჭიდის ფინალში წარმოდგენილი ყოფილიყო ორი ტანმოვარჯიშით, და ეს მოახერხეს სალომემ და ელინამ.

რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულებს, აქ ოქროს მედლები გაიყვეს დებმა დინა და არინა ავერინებმა (რუსეთი): დინას 2 ოქრო საგნების ფინალებში და არინასაც, და ორ-ორი ვერცხლის მედალი საგნების ფინალებში. ასევე, დინამ დაიკავა პირველი ადგილი მრავაჭიდში, ხოლო არინამ მეორე. რაც შეეხება ჯგუფების ასპარეზობას აქ გამარჯვება მოიპოვეს იტალიის და რუსეთის ჯგუფებმა.

ჩვენ ტანმოვარჯიშეებს ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ ასპარეზობებშიც.

სურათები