ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის საერთაშორისო ტურნირი

16-17 ივლისს თელავის სპორტის სასახლეში ,,ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის საერთაშორისო ტურნირი,, ჩატარდა. მონაწილეობას იღებდა საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 240-მდე ტანმოვარჯიშე. ასევე მონაწილეობდნენ თელავის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და საგარეჯოს ტანვარჯიშის კლუბები. გამრჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებით, სხვადასხვა სპორტული ინვენტარით და პრიზებით. დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, სპონსორებს და ნელი სალაძის აკადემიას