მსაჯების კურსი სპორტულ ტანვარჯიშში

ევროპის ტანვარჯიშის კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2018 წლის 5 ოქტომბრის შეხვედრაზე, ევროპის ტანვარჯიშის კავშირის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩაატაროს საქართველოში: ––სპორტულ ტანვარჯიშში (ვაჟები და გოგონები) მსაჯების კურსი. აღნიშნული კურსი ჩატარდება 31 იანვრიდან–2 თებერვლის ჩათვლით ქ.თბილისში. კურსი დაეხმარება ჩვენ მსაჯებს, დონის ამაღლებაში და ახალი წესების და ტენდეციების ათვისებაში. კურსის ჩასატარებლად ჩამოვა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის 4 ექსპერტი: ქალბატონები ორნა შაი და კრისტინ ფრაუნქნიფტი, და ასევე, ბატონები ჟან–ფრანსუა ბლანკვინო და ილია გიორგაძე. გვინდა, მადლობა გადაუხადოთ ევროპის ტანვარჯიშის კავშირს და პირადად მის პრეზიდენტს ბატონ ფარიდ გაიბოვს ამ გადაწვეტილების მიღებისთვის.