მონაკოს პრინცესას სტუმრობა

მონაკოს სამეფო დელეგაცია საქართველში - პრინცესა შარლინ უოტსტოკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით იმყოფება. ფონდი, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება, ვანო ჩხარტიშვილმა და მისმა მეუღლემ, ნანა გოთუამ დააფუძნეს. მონაკოს სამეფო დელეგაციის წევრებმა და ფონდის წარმომადგენლებმა დღეს ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერეს. პრინცესა შეხვდა საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებს ტანვარჯიშის ყველა დისციპლინაში, და ასევე ფედერაციის ხელმძღვანელობას.