მომავალი ოლიმპიელები 2018

12-13 მაისს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ქუთაისის ააიპ -ი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ტანვარჯიშის სპორტულ სკოლაში ჩატარდა ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში,

‘’ჩვენ მომავალი ოლიმპიელები ვართ’’ . მონაწილეობა მიიღო ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის, უმცროსი ასაკის - 6 წლიდან 10 წლამდე 50–მა ტანმოვარჯიშემ.

შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმენ ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, საკრებულოს წევრი მამუკა რიჟამაძე, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე–პრეზიდენტი რუსუდან სიხარულიძე და ვიცე–პრეზიდენტი ბესარიონ გამსახურდია. მათ, საპრიზო ადგილებზე გასულ ტანმოვარჯიშეები თასებით, მედლებით, დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. სეოკ - ის იმერეთის ორგანიზაციას პრიზად დაწესებული ჰქონდა ოლიმპიური სიმბოლიკიანი სტატუეტები, რომელიც გამარჯვებულებს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარემ რევაზ რობაქიძემ გადასცეს.
იმედი გვაქვს, რომ ტურნირი მომავალ წელსაც ასევე წარმატებულლად ჩატარდება და ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და მონაწილეებსაც.

სურათები