მაია და ანა––ოქროს გოგონები

ამ წუთებში, დაგვიკავშირდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერია, რომელიც იმყოფება ტოკიოში, და მსაჯობს მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში. ქალბატონმა რუსიკომ, სასიხარულო ამბავი გვაუწყა: ჩვენი გოგონები მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი გახდნენე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონები ბატუტზე სინქრონულ ხტომებში! გოგონებმა დაიკავეს პირველი ადგილი და მოუგეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის და მესამე ადგილზე გასულ, მასპინძელ იაპონიის წყვილს. ეს ძალიან დიდი წარმატება არის საქართველოს ბატუტის და ზოგადად ტანვარჯიშის ისტორიაში. ვულოცავთ, ამ გამარჯვებას ანას და მაიას! ასევე, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ დანარჩენ გოგონებს რომელბიც, ასევე ასპარეზობენ ამ ჩემპიონატზე!