კონსტანტინემ ბაქოდან თასი ჩამოიატანა

14–17 მარტს აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციამ ქ.ბაქოში უმასპინძლა მსოფლიო თასს სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ატფ თასი’’.

ეს მსოფლიო თასი იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ტოკიო–2020 ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის გზაზე. პირველი ორი დღე გაიმართა საკვალიფიკაციო შეჯიბრები და ბოლო ორი დღე ფინალები. 41 ქვეყნის 170 ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა, სადაც 120 ვაჟი და 50 გოგონა იყო. მათ შორის იყვნენე ჩვენი ტანმოვარჯიშეებიც.

ამ ტურნირის ტრადიციული თასი ‘’ატფ თასი’’ გადაეცემა იმ ტანმოვარჯიშეებს ვინც მიიღებს უმაღლეს ქულას შესრულებაში. წელს როგრც წინა ორ წელსაც ეს თასი მოიპოვა ჩვენმა ტანმოვარჯიშე კონსტანტინ კუზოვკოვმა. კონსტანტინმა მიიღო უმაღლესი შესრულების ქულა 9,399.

ვულოცავთ კონსტანტინეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მას და ჩვენ დანარჩენ ტანმოვარჯიშეებს მომავალ გამარჯვებებს!

სურათები