კიდევ ერთი მინსკის თამაშების ლიცენზია

10-14 აპრილს პოლონეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში.
ამ ჩემპიონატზე გათამაშდა ტოკიო 2020 ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების ნაწილი და ასევე, ევროპის მეორე თამაშების მინსკი 2019 ლიცენზიები.
ჩვენმა სპორტულმა ტანმოვარჯიშემ მოიპოვა სახელობითი ლიცენზია მინსკის თამაშებისთვის.
ეს არის უკვე ჩვენი ფედერაციისთვის მე-5 ლიცენზია. 3 ლიცენზია მოპოვებული იყო ბატუტზე ხტომაში და 1 მხატვრულ ტანვარჯიშში.
მინსკის თამაშები ჩატარდება 20 ივნისი-1 ივლისი 2019.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ტანმოვარჯიშეებს!