ისტორიული ბრინჯაო

ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაცია მოგვივიდა ბირმინგემიდან (დიდი ბრიტანეთი) სადაც ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. ჩვენმა გუნდმა ბატუტზე ხტომებში მოიპოვა გუნდური მესამე ადგილი! ეს არის ისტორიული ფაქტი! დამოუკიდებელი საქართველის ისტორიაში პირველად ჩვენი გუნდი გავიდა ფინალში და მოიპოვა მედლები! ჩვენი ბრინჯაოს გოგოები არიან:

ლუბა გოლოვინა III

ანანო აფაქიძე III

მარიამ რაგიმოვი III

თეონა ჯანჯღავა III

ვულოცავთ გოგოებს ამ წარმატებას და ასევე ქალბატონ რუსუდან ხოფერიას, ბატონ ზაქარია სულაშვილს, ირმა სოლოღაშვილს, ლუდმილა გოლოვინას, ლია ხრიკულს, რევაზ გამხოშვილს!

ვულოცავთ სრულიად საქართველოს!