გურგენიძის თასი 2019

მიმდინარე წლის 12–13 აგვისტოს ქ.თბილისში, ჯ.ბალანშინის N9 (დიღმის ჭალები) ტანვარჯიშის არენაზე ჩატარდა საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმირ გურგენიძის სახლობის 1–ლი საერთაშორისო ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში ‘’გურგენიძის აკრო თასი’’ (GURGENIDZE ACRO CUP). 12 აგვისტოს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი, და საზეიმო გახსნა, და 13 აგვისტოს ფინალები და გამარჯვებულების დაჯილდოვება. მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის 120 სპორტსმენმა, 2 ასაკობრივ ჯგუფში, ახალგაზრდებში და დიდებში. მონაწილე ქვეყნები: აზერბაიჯანი, აშშ, ისრაელი, სომხეთი, უკრაინა და საქართველო. ასევე, დაპატიჟებული იყო, როგორც საპატიო სტუმარი ქალბატონი როზი ტაემანსი, რომელიც არის ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის სპორტული აკრობატიკის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი. ტურნირის ორგანიზაცია და მენჯმენტი განხორციელა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაცის მიერ დანიშნულმა საორგანიზაციო კომიტეტმა, რომლის თავჯდომარე იყო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ინგა გიორგობიანი. ქალბატონ ინგას ეკუთვნოდა იდეა ამ ტურნირის ჩატრაები, რადაგან მას ამით უნდოდა მდლობა მოეხადა მისი მწვრთნელისთვის რომელმაც არაერთი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი აღზარდა სპორტულ აკრობატიკაში, და მათ შორის იყო ინგა გიორგობიანიც. სპონსორები იყვენენ: საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ‘’ვითიბი ბანკი’’, კომპანია ‘’წყალი მარგებელია’’. ტურნირის ვიდეოსტრიმინგით უზრუნველყოფდა ‘’ჯი–ეფ–ემ სტუდიო’’. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და სპონსორებს!