გაცილება ოლიმპიურ ფესტივალზე

გუშინ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი\ ბანსკა-ბისტრიცა 24-30 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 28 სპორტსმენი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ოლიმპიურ ფიცი დადო ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ. გუნდის სახელით მისასალმებელი სიტყვით წარდგა ჩოგბურთელი ნიკოლოზ გურგენიძე. სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას უხალმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია. სპორტული ტანვარჯიშის დელეგაცია: ელიზაბეტა ბაქრაძე---ტანმოვარჯიშე ელიზაბეტა ქორქია---ტანმოვარჯჯშე დაჩი დოლიძე---ტანმოვარჯიშე გეგა კასრაძე---ტანმოვარჯიშე სოფიკო ბოდაველი---მწვრთნელი ილია ვაშაკიძე---მწვრთნელი ქეთევან ბოლქვაძე----მსაჯი ბესარიონ გამსახურდია---მსაჯი წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ სპორტსმენებს!