FIG ტექ-კომი საქართველოშია

გუშინ საქართველოში ჩამოვიდა, 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ბატუტზე ხტომებში ტექნიკური კომიტეტი. ეს არის პირვველი, შემთხვევა როდესაც ტექნიკური კომიტეტი ჩამოდის საქართველოში და აქ ატარებს სხდომებს. სხდომებზე განხილული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც განსაღვრავენ მსოფლიოში ბატუტზე ხტომებში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმარებას, მსვლელობას და ასევე ახალი ,,ქულების მინიჭების წესის,, დრაფტის წარმოდგენას. კომიტეტი შეხვდება სააქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას, ბატუტზე ხტომებში მწვრთნელებს და ტანმოვარჯიშეებს და მოინახულბს ტანვარჯიშის დარბაზებს. კომიტეტის შემადგენლობა არის შემდეგი: პრეზიდენტი: ბატონი კრისტოფ ლამბერტი ვიცე-პრეზუდენტი: ქალბატონი ტეტიანა შუისკა ვიცე-პრეზიდენტი: ბატონი მიგელ მორენო ვისენტე წევრი: ხქალბატონი მარიელა სტოიჩევა წევრი: ბატონი დმიტრი პოლიარუში წევრი: ბატონი შინია მუტო წევრი: ქსინგ ლიუ და ტანმოვარჯიშეთა წარმომადგენელი: ქალბატონი როზანნა მაკლინნანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა რომელიც დაეხმარება საქართველოში ბატუტზე ხტომებში დისციპლინის კიდევ უფრო განვითარებას.