FIG-ის ტექნიკური კომიტეტი ქართული ბატუტის ოჯახს შეხვდა

როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილისი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ბატუტზე ხტომებში ტექნიკურ კომიტეტს მასპინძლობს. გუშინ, კომიტეტის წევრები შეხვდნენ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძთვანელობას და ასევე ქართული ბატუტზე ხტომების ოჯახის წევრებს. ვიზიტის დროს, ბატონმა ლამბერტმა -კომიტეტის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ქართულ ტელევიზიას.