ევროპის ტანვარჯიშის სამენტორო პროგრამა ტანვარჯიშში ყველასთვის

რამდენიმე წლის წინ ევროპის ტანვარჯიშმა დაიწყო სამენტორო პროგრამა ,,ტანვარჯიში ყველასთვის,, დისციპლინის განვითარებისთვის. მენტორის პროგრამა დაეხმარება ეროვნულ ფედერაციას აღნიშნული დისციპლინის განვითრებაში. გამოცდილი პერსონალური მენტორი დაეხმარება ფედერაციებს შეიმუშაონ განვითარების სტრატეგიული გეგმა და გაუზიარებს მათ თავის გამოცდილებას! პროგრამა ასევე საშუალებას აძლევს ფედერაციებს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება. პროგრამა მოიცავს: ✓ განაცხადოთ თქვენი საჭიროებებს და მოლოდინებს შესახებ ✓ პირადი მენტორის ნომინაცია, რომელიც ეწვევა თქვენს ქვეყანას ✓ მენტორის პირველი შეხვედრა და ვიზიტი თქვენს ქვეყანაში ✓ პირადი მენტორის მხარდაჭერა ელექტრონული ფოსტით და ვიდეო ზარებით ✓ ციფრული პლატფორმა ინსპირაციებითა და საგანმანათლებლო მასალებით ✓ გამოცდილების გაზიარება სხვა მონაწილე ფედერაციებისთვის ✓ საბოლოო შეხვედრა 2023 წლის საგანმანათლებლო გრძელ შაბათ-კვირას. რამდენიმე დღის წინ, ამ პროგრამის თაობაზე სასუბროდ, ევროპის ტანვარჯიშის ,,ტანვარჯიში ყველასთვის'' დისციპლინის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტმა და წევრებმა გამართეს ონლაინ შეხვედრა სამ ფედერაციასთან: საქართველოს, ხორვატიის და ბულგარეთის. ჩვენ ფედერაციას წარმოდგენდა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი ინგა გიორგობიანი და ტანვარჯიში ყველასათვის დისციპლინის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი გეგეჭკორი. ტექნიკური კომიტეტის წევრები გაეცენენ ფედერაციებში არსებულ მდგომარეობას ტანვარჯიში ყველასთვის დისციპლინასთან დაკავშირებით და დაწვრილებით ახსნეს სამენტორო პროგრამა.