ევროპის ტანვარჯიშის კონგრესი 2022

2-3 დეკემბერს პორტუგალიის ქალაქი ალბუფერია უპასპინძლებს ევროპის ტანვარჯიშის საარჩევნო-საანგარიშო კონგრესს. კონგრესზე განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნეკოვანი საკითხი რომელიც ეხება ევროპაში ტანვარჯიშის განვითარებას და მასში უფრო მეტი ადამიანის ჩართვას. მაგრამ მთავარი საკითხი იქნება ევროპის ტანვარჯიშის პრეზიდენტის და ასევე ყველა დისციპლინის მმართველი რგოლის არჩევნები. ჩვენი ფედრაციიდან წარდგენილია შემდეგი კანდიდატურები: ბესარიონ გამსახურდია---აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. ელისო ბედოშვილი---მხატვრული ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის წევრი. ილია გიორგაძე---ვაჟების სპორტული ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის წევრი. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ფედერაციის პრეზიდენტო ბატონი კონსტანტინე ლაშხი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კანდიდატებს!