ევროპის ტანვარჯიშის კავშირი ჩამოდის თბილისში

25–26 იანვარს ლოზანაში (შვეიცარია) შედგა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის სხდომები. ერთერთი საკითხი იყო, გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ეხებოდა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის საპრეზიდენტო საბჭოს და აღამსრულებელი კომიტეტების სხდომების ჩატარების ქალაქის განსაზღვრა.

აღმასრულებელმა კომიეტეტმა განხილვის შედეგად მიიღო ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება და 28 აგვისტოდან 1 სექტემბერამდე თბილისი უმასპინძლებს საპრეზიდენტო საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტების სხდომებს.

თბილისში ჩამოვა აღმასრულებელი კომიტეტის 19 წევრი, რომელთაგან 4 არის საპრეზიდენტო საბჭოს წევრი და 15 აღმასრულებელი კომიტეტის. გარდა ამისა ჩამოვა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის სამდივნოს 3–4 თანამშრომელი და დაპატჟებულია ჩვენი რეგიონის 7 ეროვნული ფედერაციის 14 წარმომადგენელი.

გარდა საკომიტეტოს სხდომებისა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შეხვედებიან ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობას და ისაუბრებენ პრობლემებზე, გეგემებზე და ტანვარჯიშის განვითარების გზებზე საქართველოში. ასევე დაგეგმილის ტანვარჯიშის დარბაზების მონახულება.

აღნიშნული ღონისძიება, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ფედერაციისთვის და ასევე ზოგადად საქართველოში ტანვარჯიშის განვითარებისთვის.

მადლობა ევროპის ტანვარჯიშის კავშირს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის და ველით ყველა წევრს თბილისში!