ევროპის ტანვარჯიში

გასულ კვირას ბულგარეთის დედაქალაქმა უმასპინძლა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის კონგრესს. კონგრესში მონაწილობა მიიღო კავშირის პრეზიდენტმა, აღმასრულებელმა კომიტეტმა, ტექნიკურმა კომიტეტებმა და ასევე 47 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა. მათ შორის იყო ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი. კონგრესმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: –დამტკიცდა 2017 წელს სპლიტში (ხორვალტია) განხილული საკითხები, –დამტკიცდა რომ მომავალი წლის 1 აპრილიდან ევროპის ტანვარჯიშის კავშირი შეიცვლის სახელწოდებას და გახდება: ევროპის ტანვარჯიში, –დამტკიცდა წედებაში შეტანილი შესაბამისი ცვლილებებიც, –მოისმინეს და მოიწონეს ტექნიკური კომიტეტების მოხსენებები –მოისმინეს და მოიწონეს 2017 და 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები და ასევე 2019 და 2020 წლის წინასწარი ბიუჯეტი. –კავშირის 3 ყოფილ მაღალჩინოსანს მიენიჭათ შემდეგი წოდებები: მალინ ფორსმარკს (შვედეთი) დამსახურებული ვიცე–პრეზედენტი, გალინა კოვალჩუკი და ჯაკი ვიშნია დამსახურებული მოღვაწეები. მომავალი კონგრესი ჩატარდება 2021 წლის დეკემებერში ალბუფერიაში (პორტუგალია).