ევროპის ტანვარჯიში კავშირი თბილისში

30 და 31 აგვისტოს ევროპის ტანვარჯიშის კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა მესამე შეხვედრა გამართა თბილისში. შეხვედრას უძღვებოდა კავშირის პრეზიდენტი ბატონი ფარიდ გაიბოვი. დებატების შედეგად მიღებული იქნა შემდეგი გადაწვეტილებები: --2020&2021 წლების ტექნიკური რეგულირებების ახალი წესები დაბეჭდილი იქნება კავშირის ვებ-გვერდზე. -- 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ქ. ვარნაში (ბულგარეთი) --2021 წლის კონგრესი ჩატარდება პორტუგალიაში. --2022 წლის ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში ჩატარდება ისრაელში. --2020 წლის საპრეზიდენტო საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრები გაიმართება ვილნიუსში (ლიეტუვა). შემდეგი ღონისძიებების ჩატარების ადგილი არ არის განსაზღვრული: 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში, და ასევე , 2023 წლის ევროპის ჩემპიონატები სპორტულ ტანვარჯიშში, მხატვრულ ტანვარჯიშში, სპორტულ აკრობატიკაში და აერობიკაში. აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 14 ნოემბერს სოფიაში კონგრესის ფარგლებში (ბულგარეთი).