დაჩის ეგვიპტური ვერცხლი

ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაცია მოგვივიდა ეგვიპტედან სადაც ტარდება საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ,,ფარაონის თასი". ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრმა დაჩი დოლიძემ წარმატებით იასპარეზა გუშინ ტაიჭზე ვარჯიშში საკვალიფიკაციო ეტაპზე და დღეს ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ვერცხლი მედალი მოიპოვა II შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ დაჩიმ ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა ევროპული ახალგაზდრულ ოლიმპიური ფესტივალიდან! ვულოცავთ, დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!