დაჩი ფინალშია!

დღეს, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპუ სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული გუნდის წევრი დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ მშვენივრად შეასრულა ტაიჭზე ვარჯიში და მოხვდა ფინალში. ხვალ იასპარეზებენ გოგონები სადაც გამოვა ჩვენი თინიკო ტყემალაძე. ვულოცავთ დაჩის ფინალში გასვლას, ვუსურვებთ წარმატებულ ფინალს და ასევე ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას თინიკოს!