დაჩი დოლიძის წარმატება ბაქოში

7 მარტს ბაქოში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში იუნიორებს შორის. ეს ტურნირი პირველად ტარდება და არის მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის რომელსაც ბაქო უმასპინძლებს მიმდინარე წლის 27-31 მაისს. პირველი დღე იყო საკვალიფიკაციო და გამოვლინდნენ ფინალისტები, რომლებმაც დღეს იასპარეზეს. საქართველოს წარმოადგენდა დაჩი დოლიძე ( მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ მშვენივრად შეასრულა ვარჯიშები და ორი მედალი მოიპოვა: ვერცხლის მედალი ტაიჭზე და ბრინჯაო თავისუფალ ვარჯიშში. ვულოცავთ დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!