ბესარიონ გამსახურდია - საპატიო მსაჯი

ქალაქ მიუნხენში (გერმანია) მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, მსაჯთა სხდომაზე გაიმართა საპატიო მსაჯების დაჯილდოების ცერემონია. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბ-ნი ბესარიონ გამსახურდია დაჯილდოვდა საპატიო მსაჯის დიპლომით. გილოცავთ ბატონო ბესარიონ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალში!