ანანო და მარიამი ვერცხლის გოგონები!

როგორც უკვე მოგახსენეთ სოფიაში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში ახალგაზრდებს შორის, სადაც უკვე მოვიპოვეთ ოქროს მედალი. ამ ოქროს მედალს რამდენიმე წუთის წინ დაემატა ვერცხლის მედალი სინქრონულ ხტომებში! სინქრონულ ხტომებში ასპარეზობდნენ ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. გოგოებმა შესანიშნავად იასპარეზეს როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე ფინალში! ფინალში, ჩემპიონობისთვის მათ ოდნავ დააკლდათ და დაეუფლნენ ვერცხლის მედლებს! ვულოცავთ ანანოს და მარიამს და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას!