ანა და მაია ოქროს გოგოები!

კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი იტალიიდან! ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში დღეს მიმდინარეობდა სინქრონული ხტომები იუნიორთა შორის. ჩვენმა სინქრონულმა წყვილმა: ანა ლაპიაშვილმა და მაია ბოჭორიძემ მშვენივრად იასპარეზეს და იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ! ვულოცავთ გოგოებს და სრულიად საქართველოს ამ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას!