აკრობატების პოლონური წარმატება

დასრულდა პოლონეთის ქ. რზესზოვში მიმდინარე მე-8 გრან პრი სპორტულ აკრობატიკაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები. ჩვენმა აკრობატებმა წარმატებით იასპარეზეს და ორ დისიპლინაში ოქროს მედლები მოიპოვეს: - გოგონათა წყვილი: (ახალგაზრდები)ნინო ჩქარიაული, მარიამ მიქელაძე -1 ადგილი. მწვრთნელები: ს.ფეიქრიშვილი, ლ. შარაშენიძე - გოგონათა სამეული(სინიორები):ქრისტინე მელია, სალომე მაისურაძე,ნინო დვალიშვილი -1 ადგილი, მწვრთნელები: ე.ხუბულური,მ.გიგოლაშვილი,რ.სუპატაშვილი. -შერეული წყვილი(სინიორები):ს. ზაზაძე.ანანო ლაგაძე მე-4 ადგილი, მწვრთნელები: ვ. ლებედევა,ნ.კუპრაშვილი. ნაკრების მთავარი მწვრთნელი -ნინო ბერიანიძე. ვულოცავთ, ჩვენ აკრობატებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!