ახალგაზრდა ტალანტები ავსტრიაში

მიმდინარე წლის 23-29 იანვარს ავტრიის დედაქალაქმა უმასპინძლა სართაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში ‘’ახალგაზრდა ტალანტები’’. ტურნირზე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 34 ფედრაციის და კლუბების 200 ტანმოვარჯიშემ. ტურნირი ჩატარდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის. ამ ტანმოვარჯიშეებს შორის იყვენენ ჩვენი ტანმოვარჯიშეებიც.

ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა ძალიან კარგად იასპარეზეს და მოიპოვეს საპრიზო ადგილები:

ანა კუკავამ (მწვრთნელი: თინათინ ნადირაშვილი) რგოლით ვარჯიშში დაიკავა II საპრიზო ადგილი --2002 წელს დაბადებულთა შორის, კატეგორია ‘’ა’’,

ანა ბეჟიაშვილმა (მწვრთნელი: თინათინ ნადირაშვილი) დაიკავა I ადგილი მრავალჭიდში, და ასევე, ანამ გაიმარჯვა ბურთით და რგოლით ვარჯიშებშიც--2005 წელს დაბადებულთა შორის, კატეგორია ‘’ა’’,

ლილე ციგრიაშვილმა (მწვრთნელი: თინათინ ნადირაშვილი) დაიკავა III ადგილი მრავალჭიდში-- 2005 წელს დაბადებულთა შორის, კატეგორია ‘’ბ’’

მაგდა მესხმა (მწვრთნელი: თინათინ ნადირაშვილი) დაიკავა III ადგილი რგოლით ვარჯიშში-- 2006 წელს დაბადებულთა შორის, კატეგორია ‘’ა’’

თეონა ნახუცრიშვილმა (მწვრთნელი: თინათინ ნადირაშვილი) დაიკავა II ადგილი

მრავალჭიდში და რგოლით ვარჯიშში-- 2009 წელს დაბადებულთა შორის, კატეგორია ‘’ა’’

ელენე ბაქრაძემ (მწვრთნელი: თინათინ ნადირაშვილი) დაიკავა I ადგილი მრავალჭიდში-- 2011 წელს დაბადებულთა შორის, კატეგორია ‘’ა’’

გარდა ამისა, ორმა ტანამოვარჯიშემ მიიღო სპეციალური პრიზები: ’’მის ექსპრესია’’.

ესენი არიან: 2009 წელს დაბადებული თეონა ნახუცრიშვილი(მწვრთნელი: თინათინ ნადირაშვილი) და 2007 წელს დაბადებული ნუცა ჩხენკელი (მწვრთნელი: ვერა სოფაძე)

ვულოცავთ პატარა ტანმოვარჯიშეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს და გამარჯვებებს!

სურათები